14.04.2011
OPIC-ი “ბაზისბანკს” მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საკრედიტო ხაზს გაუზრდის
 
ბაზისბანკის“  სათაო ოფისში ბანკის მენეჯმენტსა და OPIC-ის (აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაცია) პროექტების დაფინანსების დირექტორს კენეთ ენჯელს შორის

შეხვედრა შედგა, რომელზეც ბანკისთვის დამატებით 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პაკეტის მისაღებად დარჩენილი პროცედურების დეტალები განიხილეს.

 

OPIC-ისა დაბაზისბანკისთანამშრომლობა 2009 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც  აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ ბანკს 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდა.

 

ბატონი კენეთ ენჯელი ასეევე დაესწრო ბაზისბანკის ახალი სათაო ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიალს, რომელიც წინა კვირაში გაიმართა.

 

ბაზისბანკისაერთაშორისო სტანდარტებისა და სწორი მენეჯმენტის მქონე ბანკია, რომელმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი და სტაბილური ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი დაიმკვიდრა საქართველოში. OPIC-ისა დაბაზისბანკისწარმატებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბანკს დამატებით კიდევ  5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პაკეტი გამოვუყოთ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც წინა საკრედიტო ხაზი, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.“-განაცხადა ცერემონიალზე ბატონმა კენეთ ენჯელმა.

 ბაზისბანკისგენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ  აღნიშნა,  რომ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ბანკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და რომბაზისბანკისპრიორიტეტს კლიენტებთან მიმართებაში, სწორედ ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.