08.04.2011
ბაზისბანკი საერთაშორისო კონკურსზე „სუამ-ის საუკეთესო ბანკები 2010“ ნომინაციაში „ყველაზე სანდო ბანკი“ გამარჯვებულად დასახელდა.
კონკურსის შედეგები დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამმა და საერთაშორისო გამომცემლობა «КБС-Издат»–მა (უკრაინა) შეაჯამეს. კონკურსის ლაურეატების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია სუამ-ის სამდივნოში შედგა.

ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ ცენტრალური ბანკების, ბანკების ასოციაციების, სუამის ქვეყნების ბანკების, სამინისტროების, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,  მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის მიზანია,  იმ საუკეთესო საბანკო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებიც ოპერირებენ სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიებზე (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), მათი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიხედვით.

მივიჩნევთ, რომ ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის საბოლოო მიზანიაშევუქმნათ ჩვენს მეწარმეებს უფრო კომფორტული პირობები სუამის ბაზარზე სამუშაოდ“ – აღნიშნეს კონკურსის ორგანიზატორებმა.

გამომცემლობა «КБС-Издат»–ის დირექტორი, ჟურნალ «Банкиръ»–ის მთავარი რედაქტორი ოლეგ კარპოვი: „ჩვენი მეთოდოლოგია კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად დამყარებულია ბანკების საქმიანობის  არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებზეისეთებზე, როგორებიცაა ნდობა, რეპუტაცია, გამჭვირვალობა. ყველა ბანკი  ერთნაირი კრიტერიუმებით შეფასდა, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც პატარა ბანკები ბევრად უფრო სტაბილურნი არიან,  ვიდრე მსხვილი ბანკები“.

 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.