06.04.2011
ბაზისბანკმა ახალი სათაო ოფისის პრეზენტაცია გამართა

5 აპრილს 18:00 საათზე ქეთევან წამებულის 1 ნომერში შედგა ბაზისბანკის ახალი სათაო ოფისის პრეზენტაცია.

შენობა, რომელშიც განთავსებულია ახალი სათაო ოფისი, ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. მის შეძენასა და რეაბილიტაციაში ბაზისბანკმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ოფისის საზეიმო გახსნაზე ლენტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ციხისთავმა გაჭრეს.

ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და ბანკის კლიენტები დაესწრნენ.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ბანკს და მის თანამშრომლებს ბანკის სათაო ოფისის გახსნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, აშშ–ს მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაციის პროექტების დაფინანსების დირექტორი კენეთ ენჯელი, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ციხისთავი და გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

ცერემონიალზე შედგა თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო „ბაზისბანკის ბიზნესმენთა კლუბის“ პრეზენტაციაც. კლუბი ხელს შეუწყობს საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებას. მოწვეულმა სტუმრებმა საზეიმო ვითარებაში ხელმოწერებით  დაადასტურეს კლუბში გაწევრიანება.  
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.