01.05.2011
განვადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებისთვის
იმ  პირებს, ვისაც სურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიაში საბუღალტრო/საგადასახადო კურსების გავლა, ბაზისბანკი სთავაზობს განვადებას შემდეგი პირობებით:

სესხის თანხა

მინიმუმ 200 ლარი; მაქსიმუმ 1000 ლარი

სესხის ვადა

მინიმუმ 2 თვე; მაქსიმუმ 12 თვე

საპროცენტო განაკვეთი

წლიური 18%–დან

ბაზისბანკის განვადებით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • პირადობის მოწმობა;
  • ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 400 ლარის ოდენობით;
  •  შემოსავლის არ ქონის შემთხვევაში, ორი თავდები პირი, მინიმუმ 400 ლარიანი, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლით.


პროცედურა

  • კლიენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ირჩევს საბუღალტრო/საგადასახადო კურსს.
  • აკადემიაში მას აძლევენ ინვოისს სადაც მითითებულია კურსის სახელწოდება, საფასური და აკადემიის რეკვიზიტები.
  • კლიენტი მოდის ბანკში ინვოისით და ავსებს სამომხმარებლო სესხის განაცხადს.
  • ბანკი განიხილავს განაცხადს და დადებითი პასუხის შემთხვევაში ურიცხავს შესაბამის თანხას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ანგარიშზე.
  • კლიენტს ყოველთვიურად შემოაქვს სესხის თანხა ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში ან მგგს–ის აპარატის საშუალებით.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.