06.06.2011
ბაზისბანკში მიხეილ იაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
 
  3 ივნისს, ქეთევან წამებულის #1–ში, ბაზისბანკის საგამოფენო დარბაზში შედგა  მიხეილ იაშვილის ნამუშევრების გამოფენის პრეზენტაცია. დამთვალიერებლებს შორის იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სტუმრები. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა მიხეილ იაშვილის მიერ გადაღებული ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელსაც ფონად მიყვებოდა ცნობილი ჯგუფის "Beatles"-ის მუსიკა. 
  სიტყვა წარმოთქვეს თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ და ბაზისბანკის მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამუნა ხადურმა. აღსანიშნავია, რომ ბანკის საგამოფენო დარბაზმა პირველად, სწორედ თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტებს უმასპინძლა.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.