15.06.2011
ბაზისბანკმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დააფინანსა
 
ბაზისბანკმა 4-5 ივ­ნისს ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია დააფინანსა.
 
კონფერენციაზე საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიტვის,  ნორვეგიის,  ამერიკისა და აზერბაიჯანის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ექსპერტებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 150 მოხსენება წარმოადგინეს. ორი დღის განმავლობაში მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და ბიზნესმენები ერთობლივად მუშაობდნენ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.