01.07.2011
ბაზისბანკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის SAP-სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება შეიძინა
30 ივნისს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტSAP University Alliances-ის პრეზენტაცია გაიმართა .

2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის SAP University Alliances-ის წევრი, რაც მას უფლებას აძლევს, სასწავლო პროგრამაში ჩართოს SAP-სისტემის სწავლება და გამოიყენოს იგი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მომზადებისას. ბაზისბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SAP University Alliances-ში გაწევრიანებაში. ასევე, ბაზისბანკმა შეიძინა უნივერსიტეტისთვის SAP-სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება. ბანკი უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტის პარტნიორია.

SAP-სისტემის სწავლება იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო სპეციალობის დამამთავრებელ კურსებზე. გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ SAP - სისტემის სწავლებასთან დაკავშირებული კურსებია.

განათლების სფეროზე ზრუნვა ბაზისბანკის პრიორიტეტია სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ბანკში არსებული „განათლების ფონდის“ ფუნქციონირების ფარგლებში არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა, ისეთები როგორიცაა:  სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა და სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.