08.07.2011

 „არაჩვეულებრივი გამოფენა“ აჭარაშია

1 ივლისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, ბაზისბანკის მხარდაჭერით ქართველ 80–იანელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ფერწერა, აქვარელი, გრაფიკა და ქანდაკება 29 მხატვარმა წარადგინა.

„არაჩვეულებრივი გამოფენა“ უკვე მოეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აჭარის შემდეგ კი, ნამუშევრებს ხევსურეთში, ყაზბეგსა და იმერეთში იხილავენ. მოგვიანებით გამოფენისა და მასში მონაწილე მხატვრების შემოქმედების შესახებ ფილმის გადაღება  და კატალოგის დაბეჭდვა იგეგმება.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.