19.07.2011

ბაზისბანკი სერვისცენტრების ქსელს აფართოებს

მოგახსენებთ, რომ ამიერიდან ბაზისბანკის კლიენტებს მოემსახურება კიდევ ერთი სერვისცენტრი, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის 144-ში მდებარეობს.  სერვისცენტრის იერსახე სრულიად პასუხობს რეკონსტრუირებული აღმაშენებლის გამზირის ვიზუალურ მოთხოვნებს.
იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომელთაც ბაზისბანკში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

ახალ სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ბაზისბანკში არსებული სრული საბანკო მომსახურებით.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.