17.10.2011
ბაზისბანკმა UG ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

14 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის დიდ საგამოცდო დარბაზში, ინგლისური ენის ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.  ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საშუალო სკოლების მოსწავლეებმა.
გამარჯვებულთა სამეული  საქართველოს უნივერსიტეტმა და ბაზისბანკმა დააჯილდოვეს სერტიფიკატებით და დააფინანსეს მათი სწავლა მიუნსტერის უნივერსიტეტში, (გერმანიაში).  ბაზისბანკი კვლავ ერთგულად იცავს თავის პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და აგრძელებს განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას. უკვე ხუთი წელია ბანკში არსებობს „განათლების ფონდი“, რომლის ფარგლებში არაერთი სასარგებლო პროექტი დაფინანსდა. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ბაზისბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი ერთობლივად  ახორციელებს. დაბეჯითებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მომავალშიც აუცილებლად ვიქნებით ამგვარი საჭირო და სასარგებლო ინიციატივების მხარდამჭერები“ – აცხადებს ბაზისბანკის საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.