01.12.2011
ბაზისბანკის მობილური ბანკინგი
 

ბაზისბანკის სათაო ოფისში  მაგთიკომის და ბაზისბანკის ერთობლივი პროდუქტის, მობილური ბანკინგის პრეზენტაცია გაიმართა.

 

მობილური ბანკინგი არის გადახდის უახლესი, მოხერხებული და ძალიან მოქნილი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ, USSD-ს ტექნოლოგიაზე, სისტემა ძალიან უმარტივებს მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოებას.

 

მობილური ბანკინგით სარგებლობა შეუძლიათ მაგთიკომის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

 

ამ სერვისით შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილას საკუთარი ანგარიშების, კერძოდ: მიმდინარე, საბარათე, სასესხო, მოთხოვნამდე და სასარგებლო ანაბრის ანგარიშების დათვალიერება და მართვა. ასევე შესაძლებელია ვალუტის კურსების ნახვა და შემდეგი საბანკო ოპერაციების განხორციელება: კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა, შიდა საბანკო გადარიცხვა და შიდა საბანკო კონვერტაცია (საკუთარ ანგარიშებს შორის) ძალიან მარტივად, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება არის შესაძლებელი მაშინაც კი, როდესაც ტელეფონის ბალანსი ამოწურულია.

 

სერვისი  ხელმისაწვდომია როუმინგში ჩართული აბონენტებისთვისაც.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.