13.12.2011

ბაზისბანკი თბილისის მერიის  ახალ პროექტში ჩაერთო

თბილისის მერიამ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის სტიმულირებაზეა ორიენტირებული. პროექტი გულისხმობს ქალაქის მასშტაბით სავაჭრო ჯიხურების განთავსებას.

ბაზისბანკი მიესალმება მერიის ახალ ინიციატივას, ვინაიდან მის პრიორიტეტს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.  მცირე მეწარმეებს, რომლებიც თბილისში სავაჭრო ჯიხურის განთავსების უფლებას მოიპოვებენ, ბაზისბანკში სესხის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. სესხით სარგებლობას, აგრეთვე შეძლებენ სავაჭრო ჯიხურების დამამზადებელი კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თბილისის მერიისა და ბაზისბანკის პირველი ერთობლივი პროექტი. ბანკი ასევე ჩართულია პროექტებში: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" და "დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად".
 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.