17.01.2012
პლასტიკური ბარათების მომხმარებელთა საყურადღებოდ
 

გაცნობებთ, რომ  ამერიკულ ვებ გვერდებზე  www.6pm.com და www.zappos.com განხორციელდა რეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაციის გადინება. ამ პრობლემის წინაშე დგას მსოფლიოში ყველა ის მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ამ ინტერნეტ მაღაზიებით.
 
როგორც თავად საიტები www.6pm.com და www.zappos.com იტყობინება, გამჟღავნებულია რეგისტრირებული მომხმარებლების პაროლები და სხვა მონაცემები (მომხმარებლების სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საიტის პაროლი  „user account password“). www.6pm.com და www.zappos.com გვერდებზე არსებული პაროლი მაღაზიების ადმინისტრაციების მიერ უკვე დაბლოკილია.  
 
საიტ
ების ინფორმაციით,  არ მომხდარა ბარათის შესახებ სრული ინფორმაციის გადინება თუმცა, რისკისგან თავდაცვის მიზნით მათ, ვინც აღნიშნულ საიტებზე ინტერნეტ-შესყიდვებს ახორციელებდა, ბაზისბანკი ურჩევს  www.6pm.com და www.zappos.com გვერდებზე რეგისტრირებული ბარათები დაბლოკონ და გამოცვალონ.

აღნიშნული პრობლემა არ ვრცელდება იმ ბარათებზე, რომლებიც www.6pm.com და www.zappos.com გვერდებზე არ ყოფილა გამოყენებული.
 
ბარათის დასაბლოკად  დაუკავშირდ
თ ბაზისბანკის ქოლ ცენტრს ტელეფონზე: 2 922 922, ან მიმართთ  ნებისმიერ სერვისცენტრს.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.