10.03.2012

   ბაზისბანკმა ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

   ფონდმა "იავნანამ" მორიგი საქველმოქმო ტელემარათონი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართა.
   კონცერტში მონაწილეობისთვის თბილისს მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი კატია რიჩარელი ეწვია. ასევე, მსმენელმა პირველად იხილა ნიუ იორკში მოღვაწე კომპოზიტორი და მომღერალი თინათინ ჯაფარიძე.
   აქციის შედეგად, რამდენიმე მრავალშივილიან ოჯახს საკუთარი ბინის გასაღები გადაეცა.
   აქციაში წვლილი ბაზისბანკმაც შეიტანა. ფონდ "იავნანასა" და ბაზისბანკის თანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია, რომ ბანკში უკვე მესამე წელია არსებობს "ბაზისბანკის სამეგობრო", რომელიც "იავნანას" ხელშეწყობით ყოველთვიურად ეხმარება ხელმოკლე ოჯახებს. 
 
 
 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.