19.03.2012
რაგბის ნაკრების ბურთი აუქციონზე ბაზისბანკმა შეიძინა
 
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 46:0 დაამარცხა და საპრემიო ქულა მოიპოვა.

ბურთი, რომლითაც საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა მატჩი ჩაატარეს, ბაზისბანკმა აუქციონზე 1100 ლარად შეიძინა.
აუქციონი საგამოფენო ცენტრ "მუზაში" მოეწყო.
აუქციონის ფარგლებში გაიყიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებიც. ბაზისბანკმა ქართველი მორაგბე გიორგი ჩხაიძის მაისური და მორაგბეთა ჰალსტუხიც შეიძინა.

საერთო ჯამში გაყიდული ნივთებიდან აუქციონზე შემოსულმა თანხამ 10 000 ლარზე მეტი შეადგინა. აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად საგურამოს ბავშვთა სახლში გადაირიცხება.

 

აუქციონის დაწყებამდე კულტურის ცენტრში გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ეროვნული ნაკრების წევრთა ფოტოები და გამოჩენილი მორაგბეების მაისურები. გამოფენა ესწრებოდნენ ნაკრების წევრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და რაგბის კავშირის თანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა: მესამე წელია წლის საუკეთესო მორაგბეს ბაზისბანკი აფინანსებს.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.