22.03.2012

ბაზისბანკი საერთაშორისო კონკურსზე „სუამ-ის საუკეთესო ბანკები 2011“ ნომინაციაში „საუკეთესო ბანკი საბანკო პროდუქტების ხარისხის, მომსახურების და კლიენტთა პროგრამების მიხედვით“ გამარჯვებულად დასახელდა.

 

კონკურსი სუამ–ის ქვეყნების 107 ბანკს შორის იმართება. მისი მიზანია,  იმ საუკეთესო საბანკო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებიც ოპერირებენ სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიებზე (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), მათი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიხედვით. 2011 წლის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. „ბაზისბანკი“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ბანკი საბანკო პროდუქტების ხარისხის, მომსახურების და კლიენტთა პროგრამების მიხედვით“.

შეგახსენებთ, რომ შარშან ბაზისბანკმა საერთაშორისო კონკურსზე „სუამ-ის საუკეთესო ბანკები 2010“ ნომინაციაში „ყველაზე სანდო ბანკი“ გაიმარჯვა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.