03.04.2012
                                               
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს საკრედიტო ხაზი გამოუყო

 

2 აპრილს ბაზისბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს  (BSTDB)   შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საკრედიტო ხაზის გამოყოფის თობაზე.

BSTDB–მა ბაზისბანკს გამოუყო 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით.

პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
 
პროექტი აგრძელებს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიმდინარე პროგრამას საქართველოში, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი  არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დააარსა ალბანეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, საქართველომ, საბერძნეთმა, მოლდოვამ, რუმინეთმა, რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ. სწორედ ეს 11  ქვეყანა არის შავი ზღვის ეკონომიკური კორპორაციის (BSEC) დამაარსებელი და მისი ფინანსური საყრდენი. BSTDB-ის ცენტრალური ოფისი მდებარეობს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. 1999 წლიდან BSTDB–ს სასესხო პორტფელმა 3 მილიარდ ევროს მიაღწია.

 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.