19.04.2012
ბაზისბანკი შემოსავლების სამსახურის პროექტში „ყველაფერი მომგებიანია“ ჩაერთო
 
 
 შემოსავლების სამსახურმა უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკი, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები. გათამაშება ტარდება ყოველდღე, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.

მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალში,  მოგებიდან 30 დღის განმავლობაში. პროექტში ჩართულია  ოთხი ბანკი.

10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. მომგებიანი ჩეკის მფლობელმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.