Basisbank
+995 322 922 922
*9292
საბავშვო ანაბარი
ანაბრის პირობები:

ანგარიშის გახსნა - უფასო; 
ანაბრის გახსნა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს;
ანგარიში იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან მესამე პირის მიერ; 

ანაბრის ვადა: 
  • მინიმუმ 3 წელი
  • მაქსიმუმ: ბავშვის სრულწლოვანებამდე; 

    თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნიან მშობლები, ბავშვის სრულწლოვანებამდე მათ აქვთ ანაბრის განკარგვის უფლება. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ეს უფლება გადადის ბავშვზე; 

    თუ ანაბარს ბავშვის სახელზე ხსნის მესამე პირი, ბავშვის სრულწლოვანებამდე მისი განკარგვის უფლება აქვს ანაბრის გამხსნელს, ხოლო ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ეს უფლება გადადის მასზე; 

პირველი  წლის განმავლობაში წლიური საპროცენტო განაკვეთი*
  • ლარი 12%; 
  • აშშ დოლარი – 6.50%; 
  • ევრო – 5.25%. 

ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანი:
  • 50 ლარი
  • 25 აშშ დოლარი
  • 25 ევრო 
თანხის ყოველი შემდგომი შენატანი - მინ. 10 ერთეული. 

შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე;

ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ (მე–12 თვის ბოლოს);

ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება შემცირებული საპროცენტო სარგებელი.

* გაცნობებთ, რომ 2014 წლის 15 ნოემბრიდან საბავშვო ანაბრის პირობებში შედის ცვლილებები.
ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში, საბავშვო ანაბარს სარგებელი დაერიცხება შემდეგნაირად:
სამ წლამდე ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში-ხელშეკრულების დარღვევის დღისთვის ბანკში არსებული მოთხოვნამდე ანაბრის დადგენილი საპროცენტო ოდენობით;
სამი წლიდან ზევით ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში-სარგებლის ბოლო რეალიზაციიდან დეპოზიტის შეწყვეტამდე პერიოდისათვის პროცენტი არ დაერიცხება ხოლო გახსნიდან სარგებლის ბოლო რეალიზაციამდე პერიოდზე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი.
ცვლილება ვრცელდება 2014 წლის 15 ნოემბრამდე გახსნილ საბავშვო ანაბრებზეც.
         
 
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.