Basisbank
+995 322 922 922

დააგროვე მომავლისთვის!

ბაზისბანკი გაძლევთ შესაძლებლობას,   დააგროვოთ სასურველი თანხა ავტომატურად!

დაგროვების სერვისი

დაამატე ანაბარზე სასურველი დაგროვების სქემა და დანაზოგი ავტომატურად გადაირიცხება თქვენს ანგარიშზე.

სერვისის მართვა შესაძლებელია დისტანციური არხებით, (ინტერნეტბანკით, მობაილბანკით) და ბანკის სერვისცენტრში ვიზიტისას.


გთავაზობთ დაგროვების 4 სქემას:


A სქემა - დახარჯე და დააგროვე

B სქემა - დაამრგვალე საბარათე ოპერაცია

C სქემა - დააგროვე ყოველთვე 

D სქემა - დააგროვე რამდენიც გსურს


A სქემა - დახარჯე და დააგროვე - ყოველი საბარათე ოპერაციის დროს სასურველი თანხა ავტომატურად გადაირიცხება ანაბარზე.

მაგ.: დასაგროვებლად მითითებული გაქვთ 1 ლარი.

თქვენ შეიძინეთ სასურველი ნივთი, გადაიხადეთ კომუნალური გადასახადი და განახორციელეთ ინტერნეტ შესყიდვა. თქვენს ანაბარზე დასაგროვებლად ავტომატურად გადაირიცხება 1+1+1=3 ლარი!


B სქემა- დაამრგვალე საბარათე ოპერაცია - ტრანზაქციის თანხასა და დამრგვალებულ თანხას შორის სხვაობა დაგროვდება ანაბარზე.

მაგ.: დასაგროვებლად მითითებული გაქვთ თანხის დამრგვალება 1 ლარამდე.

თქვენ შეიძინეთ სასურველი ნივთი, 2,60 ლარად, თქვენს ანაბარზე დასაგროვებლად ავტომატურად გადაირიცხება 0,4 ლარი! (1 ლარს-0,6 ლარი=0,4 ლარს).


C სქემა - დააგროვე ყოველთვე – სასურველ რიცხვში მითითებული თანხა ავტომატურად გადაირიცხება ანაბარზე.

მაგ.: დასაგროვებლად თქვენ აირჩიეთ თვის 25 რიცხვი და 1 ლარი.

ყოველთვე 25 რიცხვში 1 ლარი ავტომატურად გადაირიცხება თქვენს დაგროვების ანგარიშზე.


D სქემა - დააგროვე რამდენიც გსურს – მითითებულ რიცხვში, ანგარიშზე არსებული თანხის თქვენთვის სასურველი ნაწილი ყოველთვიურად ავტომატურად გადაირიცხება ანაბარზე.

მაგ.: დასაგროვებლად თქვენ აირჩიეთ თვის 25 რიცხვი და ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის 5%–ის ტოლი თანხა.

მიმდინარე თვეს,  25 რიცხვში თქვენს ანგარიშზე ნაშთი იყო 10 ლარი, თქვენს დაგროვების ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება 0,5 ლარი!




 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.