Basisbank
+995 322 922 922
*9292

რა არის *199# ბანკი

*199# ბანკი არის სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აკუთარი ანგარიშების დათვალიერება, მართვა და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება მობილური ტელეფონით. იგი ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ, USSD- ტექნოლოგიას და მისი მთავარი უპირატესობაა ის, რომ არის მარტივი, მოქნილი და მოხერხებული.

რა ოპერაციების წარმოება არის შესაძლებელია *199# ბანკის საშუალებით

*199# ბანკის საშუალებით შესაძლებელია კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა, შიდა საბანკო ოპერაციების წარმოება, კერძოდ, შიდა საბანკო გადარიცხვა და შიდა საბანკო კონვერტაცია (საკუთარ ანგარიშებს შორის). ასევე, შესაძლებელია პირადი საბანკო ანგარიშების, კერძოდ, მიმდინარე, საბარათე, სასესხო ანგარიშის და მოთხოვნამდე და სასარგებლო ანაბრის დათვალიერება; ვალუტის კურსების ნახვა.

ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა

*199# ბანკის სერვისი ხელმისაწვდომია  „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული აბონენტებისთვის.

სერვისი ხელმისაწვდომია როუმინგში ჩართული აბონენტებისთვისაც.

გადარიცხვების წარმოება შესაძლებელია შემდეგი პროვაიდერების მიმართულებით:

კომუნალური:

"თელასი"

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"

"თბილსერვის ჯგუფი"

"ყაზტრანსგაზ-თბილისი"

"ენერგოკავშირი"

 

საკომუნიკაციო:

 "ახალი ქსელები"

"ახტელი"

"ჯეოსელი"

"მაგთიკომი"

"მობიტელი"

"სუპერ ტვ"

"გლობალ კონტანქტ კონსალტინგი"

"სილქნეტი"

"კავკასუს ონლაინი"

 

*199# ბანკი მომსახურების ტარიფები

სერვისზე დარეგისტრირება – უფასო

უფასო ოპერაციები

·         საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები

·         საკუთარ ანგარიშებს შორის კონვერტაცია

·         საკუთარი მობილური ტელეფონის ბალანსის (მაგთის) შევსება

ფასიანი ოპერაციები

·         გადახდები ზემოთ ჩამოთვლილი პროვაიდერების მიმართულებით. ტრანზაქციის ფასი – 30 თეთრი.

მობილური ტელეფონის ბალანსზე თანხის არ ქონის დროსაც შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება

*199# ბანკზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.

 

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.