Basisbank
+995 322 922 922
*9292
ბანკი-კლიენტი
რა არის ელექტრონული საბანკო მომსახურება "ბანკი-კლიენტი"?
ბაზისბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურება "ბანკი-კლიენტი" არის ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ბანკის კლიენტს საშუალებას აძლევს შეასრულოს საბანკო ოპერაციები პირად ანგარიშებზე, ბანკში ვიზიტის გარეშე.
პროგრამა "ბანკი-კლიენტი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს:
  • აკონტროლოს თავისი ანგარიშები და ნაშთები ნებისმიერ ვალუტაში;
  • მოახდინოს ანგარიშების ნებისმიერი პერიოდის ამონაწერების ფორმირება;
  • ნახოს მიმდინარე კურსები, რომელთა საშუალებით ბანკი აწარმოებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას (კონვერტაციას);
  • იხილოს ბრუნვები ანგარიშებზე ნებისმიერ პერიოდში როგორც მოცემულ ვალუტაში, ისე მის ექვივალენტებში ვალუტის ისტორიული კურსით;
  • ნახოს მის მიერ შესრულებული ოპერაციების დამადასტურებელი საბუთები და მათი დეტალური აღწერილობები;
  • იხილოს ბანკში გაგზავნილი განაცხადები.
პროგრამა "ბანკი–კლიენტის" საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს შემდეგი სახის საბანკო ოპერაციები:
  • გადარიცხვები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში;
  • კონვერტაციის ოპერაციები;
  • განაცხადებისა და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ბანკში.
პროგრამა "ბანკი–კლიენტის" საშუალებით თქვენ ასევე შეგიძლიათ:
  • მიღებული საბუთის ან მონაცემების ამობეჭდვა;
  • ნებისმიერ ფორმაში ან ჩამონათვალში მონაცემების მოძებნა ნებისმიერი ველით ან ველის ნაწილით;
  • მონაცემების ფილტრაცია;
  • მონაცემების სორტირება ნებისმიერი ველით, ან ველების კომბინაციით;
  • სისტემიდან ნებისმიერი მონაცემების ავტომატური გადატანა Microsoft Word-ში, Microsoft Excel-ში, ან სხვა პროგრამაში Windows სისტემის სტანდარტული ფუნქციების საშუალებებით.
უსაფრთხოება
პროგრამა "ბანკი-კლიენტი" დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მასში გამოყენებული უსაფრთხოების ზომები აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
"ბანკი-კლიენტში" გამოყენებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა:
  • მაქსიმალურად იყოს დაცული კლიენტის კონფიდენციალობა;
  • არ იყოს დაშვებული მომხმარებლის ანგარიშებზე უცხო პირების შეღწევა;
  • გამოირიცხოს დაურეგისტრირებელი მომხმარებლის არასანქცირებული შესვლა სისტემაში;
  • გამოირიცხოს უცხო პირთა მიერ ანგარიშებზე არასანქცირებული ოპერაციების შესრულება.
პროგრამა "ბანკი-კლიენტის" მომსახურების ღირებულება
კომპიუტერული პროგრამის ინსტალაცია (ქართული და ინგლისული ვერსია) – 40 ლარი; 
პირველი თვის მომსახურება – უფასო;
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი მომსახურებაზე – 20 ლარი;
პროგრამის დაინსტალირების შემდეგ, ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტები გაგიწევენ ამომწურავ კონსულტაციას პროგრამის შესახებ.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.