Basisbank
+995 322 922 922
*9292
ავტომატური გადარიცხვების სერვისი

სერვისის აღწერილობა

პროდუქტი ათავისუფლებს მომხმარებელს ყოველგვარი კომუნალური და საკომუნიკაციო სახის გადასახადების გადახდაზე ფიქრისაგან.

სერვისი საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში, დავალიანების წარმოქმნისთანავე ან / და წინასწარ განსაზღვრულ დროს, წინასწარ განსაზღვრული ოდენობის თანხით, განხორციელდეს გადარიცხვა მომხმარებლის მიერ შერჩეული კომპანიების მიმართულებით.

ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა

ავტომატური  გადარიცხვების სერვისზე დარეგისტრირება შეუძლია ბაზისბანკში  ნებისმიერი  სახის ანგარიშის (მიმდინარე/საბარათე) მქონე ფიზიკურ პირს.

 

ოპერაციები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია აღნიშნული სერვისით

აღნიშნული სერვისით შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში, მომხმარებლისაგან დამოუკიდებლად, თავიდანვე განსაზღვრული პირობებით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ანგარიშიდან კომუნალური, საკომუნიკაციო და სადაზღვევო გადარიცხვების განხორციელება.

კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც არის შესაძლებელი გადარიცხვების განხორციელება:

თელასი (ელექტროენერგია)
თბილისის წყალი და ენერგია (წყალი)
მერიის დასუფთავების სამსახური (დასუფთავება)
ყაზტრანსგაზი (ბუნებრივი აირი)
ჯეოსელი
მაგთიკომი
მობიტელი (ბილაინი)
ახალი ქსელები
ახტელი
ინფოჯორჯია
აიეტი
სილქნეტი
გლობალ კონტაქტ კონსალტინგი
კავკაზუს ონლაინი
იმედი L
ირაო
ჯი პი აი ჰოლდინგი

სერვისზე დარეგისტრირება შესაძლებელია 2 გზით:

ინტერნეტ ბანკინგში, ან ბაზისბანკის სერვისცენტრებში აღნიშნულ სერვისზე დარეგისტრირებით.
 

 

სერვისის გააქტიურებისთანავე, sms ბანკინგში დარეგისტრირებული მომხმარებელი იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გააქტიურების შესახებ, ასევე შეტყობინებები მომხმარებელს მიეწოდება ყოველი ოპერაციის შესახებ.
თუ არ ხართ დარეგისტრირებული  sms ბანკინგში, დარეგისტრირდით ავტომატური გადარიცხვების სერვისის გააქტიურებისთანავე. სერვისი უფასოა.
 

გადახდა ხორციელდება 2 მეთოდითდაფიქსირებული თანხა ან/და თანხის ოდენობა დავალიანების შესაბამისად

განაცხადში   ხდება ყოველთვიურად რაიმე მიმართულებით გადასარიცხი თანხისა და თარიღის, ან დავალების მითითება აბონენტის დავალიანების, მისი წარმოქმნისთანავე სრულად დაფარვის შესახებ, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად.

ავტომატური  გადარიცხვების სერვისის ღირებულება – კვარტალში 5 ლარი.

ცვლილებების შეტანა და სერვისის გაუქმება უფასოა.
 
 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.