Basisbank
+995 322 922 922
*9292
გადახდები TBC PAY-ს აპარატებში

ისარგებლეთ საბანკო მომსახურებით ყველგან, სადაც გსურთ
 

ბაზისბანკი გთავაზობთ მომსახურებას, რომლის საშუალებითაც თქვენ მარტივად შეძლებთ ნებისმიერი TBC PAY-ს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით განახორციელოთ შემდეგი სახის ოპერაციები:

სადებეტო ბარათებზე თანხის შეტანა
საკრედიტო ბარათებზე თანხის შეტანა
მიმდინარე ანგარიშებზე თანხის შეტანა

გამოყენების წესი ძალიან მარტივია: TBC PAY-ს სწრაფი გადახდის აპარატის მონიტორზე ირჩევთ მომსახურების სახეს, ბაზისბანკს, შემდეგ სასურველ პროდუქტს, ანგარიშის მფლობელის პირად ნომერს, დაბადების თარიღს და  შეგაქვთ თანხა. თანხა ანგარიშზე აისახება დროის რეალურ რეჟიმში.
 
შენატანის მინიმალური ოდენობა – 2 ლარი
შენატანის მაქსიმალური ოდენობა – 400 ლარი
თანხის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ლარში
შემოსავლის განხორციელების დროს მულტისავალუტო ანგარიშის შემთხვევაში მიუხედავად იმისა თუ რომელი ვალუტაა ძირითადი, თანხა თქვენს სალარე ანგარიშზე აისახება. თუ თქვენ ფლობთ ანგარიშს სხვა ვალუტებში, ამ შემთხვევაში მოხდება კონვერტაცია ბანკის მიმდინარე უნაღდო კურსით და თანხა აისახება  ძირითადი ვალუტის ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ფლობთ ერთი სახის რამდენიმე პროდუქტს, რომლებსაც განსხვავებული ანგარიშის ნომრები აქვს მაგ. ორ ერთნაირი ტიპის სადებეტო ბარათს, თქვენ შეძლებთ თანხა შეიტანოთ პირველ პროდუქტზე ანუ უფრო ადრე დამზადებულ ბარათზე. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება საკრედიტო ბარათებსა და მიმდინარე ანგარიშებზეც.

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.