Basisbank
+995 322 922 922
*9292
უნიფეის ელექტრონული საფულე 

ბაზისბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ელექტრონული საფულე UNIPAY-ის მომსახურებით. კერძოდ, გადარიცხონ თანხები ბაზისბანკში გახსნილ საბარათე და მიმდინარე ანგარიშებზე. 
კომპანია უნიფეი სთავაზობს მომხმარებელს ელექტრონულ საფულეს– ანგარიშსწორების ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და მოსახერხებელ მეთოდს, რომელიც არამხოლოდ ამარტივებს მყიდველსა და გამყიდველს შორის ფინანსურ ურთიერთობას, არამედ ორივე მხარეს სთავაზობს ფულადი ოპერაციების განხორციელებისათვის უამრავ დამატებით ფუნქციას.
 
არა აქვს მნიშვნელობა, ხართ ბიზნესის მფლობელი და თქვენი ინტერესია მარტივად მიიღოთ გაყიდული პროდუქციისა თუ სერვისის თანხა, თუ ხართ ფიზიკური პირი და გსურთ თანხის მიღება/გაგზავნა, ონლაინ შოპინგი ან სერვისის ღირებულების გადახდა, უნიფეის ელექტრონული საფულე ყველაზე სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო მეთოდია ამისათვის. 
 
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს : www.unipay.ge

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.