Basisbank
+995 322 922 922
*9292
საკრედიტო ბარათები
ისარგებლეთ ბაზისბანკის უკონტაქტო ბარათებით!

უკონტაქტო ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და გაიმარტივოს ნებისმიერი ნივთისა თუ მომსახურების შეძენა, საჭიროა მხოლოდ ტერმინალზე ბარათის მიახლოება და ტრანზაქცია შესრულებულია.

იმისათვის, რომ შეძლოთ უკონტაქტო ბარათებით სარგებლობა, უნდა განაახლოთ ბარათი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, (ან აიღოთ ახალი ბარათი) რაც მოგცემთ საშუალებას ყველაზე მარტივად, კომფორტულად და სწრაფად განახორციელოთ გადახდა ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში.  
ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ბარათია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათების ყველა ძირითადი უპირატესობა. 
მომსახურების ტექნოლოგია:

საკრედიტო ბარათის მფლობელს ბაზისბანკი საშუალებას აძლევს განახორციელოს ანგარიშსწორება, როგორც ბარათზე არსებული ფულადი სახსრებით, ასევე კრედიტით (აშშ დოლარში, ლარში), რომელსაც ბანკი გაძლევთ შესაბამისი შეთანხმების შედეგად (ამ დროს საკრედიტო ბარათზე მიბმული იქნება თქვენი საბარათე ანგარიში შესაბამისი საკრედიტო ხაზით). გაცემულ კრედიტს კლიენტი ფარავს საბარათე ანგარიშის შევსებით.


ბაზისბანკის საკრედიტო ბარათის უპირატესობები:
კრედიტი გაიცემა გირაოსა და ორგანიზაციის თავდებობის გარეშე;
საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ამასთან, საკრედიტო ხაზი არის მუდმივად განახლებადი;
საკრედიტო ლიმიტის დროს დაწესებული თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ;
ხარჯების კონტროლი შესაძლებელია ინტერნეტის (Internet Banking) საშუალებით;
ანგარიშსწორება მსოფლიოს მილიონობით სავაჭრო ობიექტში.
ბაზისბანკი საკრედიტო ბარათის დამზადებას მომხმარებლისათვის ახორციელებს უფასოდ, კრედიტის აღებისას მომხმარებელს არ უწევს საკომისიოს გადახდა.

საკრედიტო ბარათის მიღების ვარიანტები:

საკრედიტო ხაზი შეიძლება დაყენდეს თქვენს ხელთ უკვე არსებულ ბარათზე (VISA CLASSIC ან VISA GOLD), რისთვისაც მოგიწევთ შესაბამისი ანკეტის შევსება. 
ახალი საკრედიტო ბარათის შესაძენად (VISA CLASSIC ან VISA GOLD) უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა, რომლის მოძიება შესაძლებელია ამავე გვერდზე, ან ბაზისბანკის ნებისმიერ განყოფილებაში.

დაკრედიტების ლიმიტი:

საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარამდე.
ბარათზე საკრედიტო ლიმიტი ყველა კლიენტისათვის ინდივიდუალურად დგინდება. ლიმიტს აწესებს ბანკი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისა და ბანკში არსებული თქვენი საკრედიტო ისტორიის საფუძველზე.
მოთხოვნები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი:
ქონდეს სტაბილური შემოსავალი (არანაკლებ 400 ლარისა);
უნდა იყოს სრულწლოვანი და გააჩნდეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:

საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შეიძლება როგორც ერთბაშად, ისე ნაწილ-ნაწილ.
კრედიტით სარგებლობის დროს პროცენტები ერიცხება მხოლოდ იმ თანხას, რომელიც რეალურადაა ათვისებული მომხმარებლის მიერ.
საერთო თანხის დაფარვა და პროცენტების რეალიზაცია ხორციელდება იმ დღეს, როდესაც მოხდება ფულადი სახსრების ჩარიცხვა კლიენტის საბარათე ანგარიშზე.
კრედიტის დაფარვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი თანხის სალაროში შეტანით, ისე კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
 
ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.
                                   VISA ბარათების მომსახურების ტარიფები
Classic Gold
ბარათის მაქსიმალური ვადა

2 წელი

წლიური მომსახურება
ძირითადი ბარათის პირველი წლის 15 GEL   150 GEL
ძირითადი ბარათის მეორე წლის 15 GEL 100 GEL
განახლებული ბარათის 15 GEL 100 GEL
დამატებითი ბარათის 15 GEL 100 GEL
ბარათის სასწრაფო დამზადება

50 GEL

ნაღდი თანხის გამოტანის დღიური ლიმიტი 1500 USD   3000 USD
განაღდების დღიური ლიმიტის ცვლილების საკომისიო (1 თვით) 10 GEL 10 Gel
გარიგების დღიური ლიმიტი 7000 USD   15000 USD
ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის ბანკომატში

0.2% მინ. 0.2 GEL

აგენტი ბანკების ბანკომატში

0.5% მინ. 0.5 GEL*

სხვა ბანკის ბანკომატებში

2% მინ. 7.5 GEL

ბანკში თანხის განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის განყოფილებაში

0.2% მინ. 0.2 GEL

აგენტი ბანკის განყოფილებაში

2% მინ. 6 GEL

სხვა ბანკის განყოფილებაში

2% მინ. 10 GEL

ბარათზე ჩარიცხვის საკომისიო
ადგილობრივი მერჩანტებიდან

0.5%

საერთაშორისო მერჩანტებიდან

1%

საკომისიო სავაჭრო ობიექტებში
ადგილობრივი

უფასო

საერთაშორისო

უფასო

სტოპ სიაში შეტანა
ადგილობრივი სტოპ სია 1 GEL 1 GEL
საერთაშორისო სტოპ სია (ორი კვირით, ერთ რეგიონში) 100 GEL 100 GEL
ადმინისტრაციული საკომისიო
არასანქცირებული ოვერდრაფტის პროცენტი

32%

ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან

უფასო

ტრანზაქციის გაპროტესტების საფასური

25 GEL

დაზიანებული ბარათის გამოცვლა 15 GEL 60 GEL
მოპარული/დაკარგული ბარათის გამოცვლა 15 GEL 100 GEL



დამატებითი სასწრაფო მომსახურება
დაკარგული ან მოპარული ბარათის შეჩერება GCAS-ის მეშვეობით 100 GEL
ბარათის სასწრაფო აღდგენა 600 GEL
ბარათის სასწრაფო განაღდება 500 GEL
 
 *აგენტი ბანკები: 
·         თიბისი ბანკი
·         ვითიბი ბანკი
·         ჰალიკ ბანკი
·         ქართუ ბანკი 


თანხის კონვერტაციის პირობები – „იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე ანგარიშის ვალუტ(ებ)ისაგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ მოხდება თანხის დაკონვერტირება საბარათე ანგარიშის ძირითად ვალუტაში და საბარათე ანგარიშიდან მისი ჩამოჭრა. კონვერტაცია ხორციელდება საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დაწესებული კურსით, ამასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ შესრულებული ტრანზაქციებისათვის კონვერტაციის კურსი ბანკის მიერ დგინდება “VISA/ვიზას” მიერ დაწესებულ კურსიდან გამომდინარე. თუ საერთაშორისო ოპერაციისას ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე ანგარიშის დამატებით ვალუტა(ებ)ში, თანხას დაემატება “VISA/ვიზას” მიერ დაწესებული საერთაშორისო ოპერაციების საკომისიო. საბარათე ანგარიშზე სხვადასხვა ვალუტაში შესაძლო წარმოქმნილი არასანქცირებული დავალიანება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადაიფარება ვალუტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით“


 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.