Basisbank
+995 322 922 922
*9292
Geocell Visa Card
ბარათის გაცემა შეჩერებულია!
 

Geocell Visa Card-ის საკრედიტო პირობები

«Geocell Visa Card»-ი გაძლევთ საშუალებას ისესხოთ ფული დღეს და დააბრუნოთ მაშინ, როცა გნებავთ, იქნება ეს ერთი თვე, ერთი წელი თუ უფრო მეტი!

თუ ნასესხებ ფულს 30 დღის განმავლობაში დააბრუნებთ და თვის ბოლოს დადებითი ნაშთით შეხვდებით, არცერთი თეთრის გადახდა აღარ მოგიწევთ პროცენტის სახით! 

ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%–ია. აღნიშნული პროცენტი მიღწევადია იმ შემთხვევაში, როდესაც საკრედიტო ლიმიტის გამოყენება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით და საშეღავათო პერიოდის ბოლოს ბარათზე არ არის უარყოფითი ნაშთი. 

გახსოვდეთ, პროცენტი ერიცხება მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს!

საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთბაშად, ასევე ნაწილ-ნაწილ. ნებისმიერ დროს ყველა ქვეყანაში.

  

ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ ათვისებული გაქვთ), თქვენსავე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5%-ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვა. ამ თანხით თქვენი კრედიტი დაიფარება, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.

 

 

შესყიდვები

შესყიდვები Geocell Visa Card-ით

Geocell Visa Card–ი ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, და ამავდროულად თქვენ გერიცხებათ ბონუსები ჯეოსელში.

Geocell Visa Card–ით შეგიძლიათ გადაიხადოთ ყველა სავაჭრო წერტილში, სადაც ემსახურებიან წამყვან საერთაშორისო საგადასახადო სისიტემის Visa ბარათებს.


კომუნალური გადახდები

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, თუკი ეწვევით
www.bankonline.ge-ს და აირჩევთ თქვენთვის სასურველ გადახდას. Geocell Visa Card--ით განხორციელებულ გადახდებზე თქვენ რათქმაუნდა მიიღებთ ბონუსებს ჯეოსელში.

 

  

ბონუსები

ბონუს პროგრამა Geocell Visa Card-ის მფლობელებისათვის

თვის განმავლობაში
Geocell Visa Card–ის მეშვეობით დახარჯულ 100 ლარზე თქვენ მიიღებთ 10 უფასო წუთს, ხოლო 100 ლარზე ზემოთ დახარჯულ ყოველ 50 ლარზე მიიღებთ დამატებით 5 წუთს. გარდა ამისა დასაჩუქრდებით 30 უფასო SMS-ით.

შენიშვნა: ბონუს წუთების დაგროვებაში არ გაითვალისწინება
Geocell Visa Card-ით განხორციელებული 10 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები.


ბონუს წუთების მიღების თანმიმდევრობა


Geocell Visa Card-ით სარგებლობისას თქვენ გერიცხებათ ბონუს წუთები იმ თანხის საფუძველზე, რომელიც ჩამოეწერება ბარათს თვის განმავლობაში (საანგარიშო თვედ ითვლება კალენდარული თვე გასული თვის 27 რიცხვიდან მიმდინარე თვის 26 რიცხვის ჩათვლით). დაგროვილი ბონუს წუთები ჩაირიცხება თქვენს ბონუს ანგარიშზე ჯეოსელში ყოველი თვის დასაწყისში სასაუბრო წუთების სახით.თვის განმავლობაში ბონუს წუთების მაქსიმალური რაოდენობაა 100 წუთი.
ინფორმაციას ბონუს წუთების დარიცხვის შესახებ მიიღებთ ავტომატურად
SMS-ის საშუალებით.
ბონუს წუთების რაოდენობის გაკონტროლება ასევე შესაძლებელია
SMS-ის გაგზავნით, ტექსტით «2» ნომერზე 7057 (შეტყობინება უფასოა).


ბონუს SMS/წუთების დახარჯვის თანმიმდევრობა

ბონუს წუთები წარმოადგენს დამატებით სასაუბრო დროს
Geocell Visa Card-ის მფლობელთათვის.

ბონუს წუთების გამოყენება შეგიძლიათ ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე დასარეკად. ხოლო
SMS-ები — ჯეოსელის/ლაი ლაის და სხვა ოპერატორის ნომრებზე გასაგზავნად.

ბონუს წუთები არ დაირიცხება
Geocell Visa Card-ით განხორციელებულ შემდეგ ოპერაციებზე:

·             თანხის განაღდება;

·             ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გადახდა;

·             Geocell Visa Card-ის ანგარიშიდან საბანკო გადარიცხვის დროს;

·             გაუქმებული ოპერაციები Geocell Visa Card-ზე ან თქვენს ანგარიშზე.
 
Geocell Visa Card-ის მომსახურების ტარიფები

 

საკომისიოს სახე
ოდენობა
საბარათე ანგარიშის ვალუტა
ლარი
საკრედიტო ლიმიტი
ინდივიდუალური
მაქსიმალურის საშეღავათო პერიოდი (უპროცენტო კრედიტით სარგებლობა)
30 კალენდარული დღე
კრედიტის აღრიცხვის საკომისიო
თვის ბოლოს დაფიქსირებული უარყოფითი ნაშთის 1,5%
შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო დღეს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთის მიხედვით.
საკუთარი სახსრების განაღდების საკომისიო
ბაზისბანკის ბანკომატში 0%, ბაზისბანკის განყოფილებაში 0%, აგენტი ბანკის ბანკომატში 0.5% მინიმუმ 0.5 ლარი, აგენტი ბანკის განყოფილებაში 2% მინ. 6 ლარი*,  სხვა ბანკის ბანკომატში 2% (მინიმუმ 7,5 ლარი), სხვა ბანკის განყოფილებაში 2% მინ.  10 ლარი
ყიდვითი (უნაღდო) ოპერაციების საკომისიო
0%
ბარათზე ჩარიცხვის საკომისიო
ადგილობრივი მერჩანტებიდან 0,5%
საერთაშორისო მერჩანტებიდან 1%
კრედიტის განაღდების
4,5% (მინიმუმ 10 ლარი)
ანგარიშიდან საკრედიტო ლიმიტის გადარიცხვის საკომისიოგადარიცხვის საკომისიოს + თანხის განაღდების (საკრედიტო ლიმიტის ათვისების) საკომისიო 4.5%, მინ 10 ლარი
არასანქცირებული კრედიტით სარგებლობის საკომისიო
გადახარჯული თანხის 32%
შენიშვნა: პროცენტის დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურად, არასანქცირებული კრედიტის წარმოშობის თარიღიდან ფაქტიური გადახდის დღემდე.
შეცდომით ჩარიცხული თანხით სარგებლობის ჯარიმა
გამოყენებული თანხის 0.05%- ყოველ დღეზე.
შენიშვნა: ჯარიმა დაირიცხება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი, თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში არ დააბრუნებს თანხას
საკრედიტო ლიმიტის ზრდა
5%-დან
საკომისიო ლიმიტის აღდგენა
30 ლარი
ლიმიტის ვადა
განუსაზღვრელი
ბარათის დამზადება
უფასო
წლიური მომსახურება
უფასო
დამატებითი ბარათის დამზადება
უფასო
დაკარგული ბარათის გამოცვლა15 ლარი
მოქმედების ვადა
წელი
ნაღდი თანხის გამოტანის ლიმიტი
1500 USD
ადგილობრივ სტოპ სიაში შეტანა
ლარი
საერთაშორისო სტოპ სიაში შეტანა (ორი კვირით, ერთ რეგიონში)
 100 ლარი
ამონაწერი საბარათე ანგარიშიდან
უფასო
ტრანზაქციის გაპროტესტების საფასური
 25 ლარი
დაზიანებული ბარათის გამოცვლა
15 ლარი
 
 *აგენტი ბანკები: 
·         თიბისი ბანკი
·         ვითიბი ბანკი
·         ჰალიკ ბანკი
·         ქართუ ბანკი 

თანხის კონვერტაციის პირობები – „იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე ანგარიშის ვალუტ(ებ)ისაგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ მოხდება თანხის დაკონვერტირება საბარათე ანგარიშის ძირითად ვალუტაში და საბარათე ანგარიშიდან მისი ჩამოჭრა. კონვერტაცია ხორციელდება საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დაწესებული კურსით, ამასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ შესრულებული ტრანზაქციებისათვის კონვერტაციის კურსი ბანკის მიერ დგინდება “VISA/ვიზას” მიერ დაწესებულ კურსიდან გამომდინარე. თუ საერთაშორისო ოპერაციისას ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე ანგარიშის დამატებით ვალუტა(ებ)ში, თანხას დაემატება “VISA/ვიზას” მიერ დაწესებული საერთაშორისო ოპერაციების საკომისიო. საბარათე ანგარიშზე სხვადასხვა ვალუტაში შესაძლო წარმოქმნილი არასანქცირებული დავალიანება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადაიფარება ვალუტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით“


 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.