Basisbank
+995 322 922 922
*9292
BB API ინტეგრაციის სერვისი

ინტეგრაციის სერვისი უზრუნველყოფს კავშირს თქვენს საბუღალტრო სისტემასა და საბანკო სისტემას შორის

საბუღალტრო სისტემიდან ბანკის სისტემაში შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება:
 
გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე; 
გადარიცხვა სხვის ანგარიშზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში;
სახაზინო გადარიცხვა;
ჯგუფური გადარიცხვა;
საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიღება.
 
სწრაფად და მოქნილად შეასრულეთ საბანკო ოპერაციები თქვენივე საბუღალტრო სისტემიდან.

სერვისზე რეგისტრაცია:

იურიდიულ პირს შეუძლია იქონიოს ბანკთან ინტეგრაციის ერთი არხი და ამ არხზე რეგისტრირებული ჰყავდეს რამდენიმე მომხმარებელი.

სისტემების ინტეგრაციას უზრუნველყოფენ იურიდიული პირის და ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურები.

სერვისის ჩართვისთანავე აქტიურდება დემო ვერსია, დემო ვერსიიდან რეალურ ვერსიაზე გადასვლა ხდება სისტემის ტესტირების დასრულებისთანავე. 

ინტეგრაციის სერვისით სარგებლობისთვის გააქტიურებული უნდა იყოს მობაილ დიჯიპასი ან დიჯიპას მოწყობილობა, ერთჯერადი კოდების გენერირების საშუალება, აღნიშნული საჭიროა, ინტეგრაციის სერვისით გადარიცხვების საწარმოებლად და ამონაწერის მიღებისთვის. 

ინტეგრაციის სერვისით გადარიცხვის დავალებას ბანკისადმი კლიენტი ადასტურებს დიჯიპასით გენერირებული ერთჯერადი კოდით;

სისტემებს შორის კავშირის დროს მონაცემების გადაცემა ხდება დაშიფრული სახით;

ინტეგრაციის სერვისით გადარიცხვის დავალება ბანკისადმი ორგვარია:
  • საგადასახადო დავალების ჩატვირთვა ბანკის სისტემაში ინტეგრაციის სერვისით;
  • საგადასახადო დავალების ჩატვირთვა ბანკის სისტემაში ინტეგრაციის სერვისით, დამატებით ინტერნეტბანკიდან ავტორიზაციის შემდეგ.

იურიდიული პირის სურვილისამებრ, შესაძლებელია, ინტეგრაციის სერვისის რეგისტრაციისას მისამართის შეზღუდვა, წვდომა გახსნილი იქნება კონკრეტული IP მისამართიდან კომპანიისთვის ინტეგრაციის სერვისზე სამუშაოდ.

ინტეგრაციის სერვისის ინსტალაცია უფასოა, ყოველთვიური მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს. 
გადარიცხვების წარმოებისთვის საჭირო დიჯიპას აპლიკაციის ღირებულებაა ერთჯერადად 20 ლარი ან დიჯიპას მოწყობილობა  60 ლარი.

BB API ინტეგრაციის სერვისი გათვალისწინებულია იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ERP სისტემებით ან აქვთ საკუთარი საბუღალტრო პროგრამა.


 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.