Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292
ონლაინ დახმარება

დიჯიპასი – ერთჯერადი კოდების გენერირების უსაფრთხო, სწრაფი და მარტივი სერვისი

ერთჯერადი კოდებით გადარიცხეთ ულიმიტოდ ნებისმიერი მიმართულებით და ბანკში ვიზიტის გარეშე მიიღეთ სხვადასხვა საბანკო მომსახურება.

ერთჯერადი კოდის გენერირების საშუალებებია:

SMS ტოკენი - ერთჯერადი კოდი, გადარიცხვის დასადასტურებლად, რომელსაც მიიღებთ თქვენს მობილურ ტელეფონში. SMS ტოკენით გადარიცხვები ლიმიტირებულია: ფიზიკური პირისთვის დღიურად 25 000 ლარი, თვის განმავლობაში – 100 000 ლარი; იურიდიული პირისთვის დღიურად 200 000 ლარი, თვის განმავლობაში – 1 000 000 ლარი, SMS ტოკენის ღირებულებაა ერთჯერადად 10 ლარი, მას გაიაქტიურებთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ვიზიტისას.

დიჯიპასი - დიჯიპას კოდით ულიმიტოდ შეგიძლიათ ბანკს დაავალოთ გადარიცხვები, კოდი გენერირდება დიჯიპას მოწყობილობით ან მობილურ ტელეფონში დიჯიპას აპლიკაციით. 
ბაზისბანკის დიჯიპას აპლიკაცია ინტეგრირებულია ბაზისბანკის მობაილ ბანკში. მისი გამოყენება შეუძლია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ერთჯერადი კოდის გენერირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, როუმინგისა და ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტი დაგჭირდებათ მობაილ დიჯიპასის გააქტიურებისას და გადარიცხვებისთვის. 
მეტი კომფორტისთვის, ერთი აპლიკაციიდან შეგიძლიათ დააგენერიროთ ერთჯერადი კოდები რამდენიმე მომხმარებლისთვის.

დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტისას. აპლიკაციას უფასოდ გადმოტვირთავთ Apple Store და Google Play Store-დან. აქტივაციის ღირებულება ფიზიკური პირისთვის ერთჯერადად 10 ლარია და იურიდიული პირისთვის - 20 ლარი.

დააყენეთ თქვენს ტელეფონში მობაილ ბანკის აპლიკაცია და ამავდროულად, ისარგებლეთ ბაზისბანკის დიჯიპას აპლიკაცით.

დიჯიპას მოწყობილობის შეძენისთვის გვეწვიეთ ბანკის სერვისცენტრში, მისი ღირებულება 60 ლარია. მოწყობილობაში კოდის გენერირება მარტივია, მას არ სჭირდება ინტერნეტ კავშირი.



 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.