Basisbank
+995 322 922 922
*9292

მარტივი, სწრაფი, განახლებული ინტერნეტ ბანკი!

გსურთ თანხის გადარიცხვა? 
კომუნალური გადასახადების გადახდა?
ან სულაც, თქვენს ანგარიშებზე ბალანსის შემოწმება? 
ისარგებლეთ ბაზისბანკის განახლებული ინტერნეტ ბანკით და სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად  აწარმოეთ თქვენთვის სასურველი ოპერაციები!
ინტერნეტ ბანკი არის თქვენი საბანკო ანგარიშების მართვის თანამედროვე, მოხერხებელი და უსაფრთხო სისტემა. ელექტრონული მომსახურება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები, თვალი ადევნოთ თქვენს ანგარიშებზე ბრუნვებს, გადაიხადოთ კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, გადარიცხოთ თანხა ლარსა და უცხოურ ვალუტაში ნებისმიერი მიმართულებით!
“ბაზისბანკი“ გთავაზობთ ინტერნეტ ბანკით მომსახურების 2 პაკეტს:
„საინფორმაციო“ პაკეტი.
„სტანდარტული“პაკეტი.
ინტერნეტ ბანკის “საინფორმაციო“ პაკეტით მომსახურება უფასოა, მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ:
  • საკუთარ ანგარიშებზე (საბარათე, საანაბრე, სასესხო) ბალანსის შემოწმებას;
  • თქვენი ანგარიშების ამონაწერის ნახვას და ამობეჭდვას;
  • ვალუტის კურსის შემოწმებას
  • ანგარიშის რეკვიზიტების ამობეჭდვას;
  • ამონაწერის PDF ფორმატში ამობეჭდვას, ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ფილტრაციას და მის გადატანას ექსელ ფორმატში.
ინტერნეტ ბანკის დასარეგისტრირებლად უნდა მობრძანდეთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, გააფორმოთ ხელშკერულება, რის შემდეგაც გაგიაქტიურდებათ “საინფორმაციო“  პაკეტი.
ინტერნეტ ბანკის „სტანდარტული“ პაკეტის  საშუალებით თქვენ შეძლებთ განახორციელოთ:
ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები; 
გადარიცხვები, როგორც ბანკის შიგნით, ასევე ნებისმიერი მიმართულებით; 
კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადახდები;
საკუთარ ანგარიშებზე თანხის კონვერტაცია;
საკრედიტო ბარათის მინიმალური შენატანის დაფარვა;
ანაბრებზე (ზრდადი ანაბარი, ზრდადი მომავლის ანაბარი, სასარგებლო ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი) თანხის ჩარიცხვა;
საგადასახადო დავალების ამობეჭდვა;
თანხის კონვერტაცია; 
ვალუტის კურსების ნახვა; 
ბანკში შეტყობინების გაგზავნა და მიღება.
ინტერნეტ ბანკის „სტანდარტული“ პაკეტის ყოველთვიური ღირებულებაა 1 (ერთი) ლარი. 
გადარიცხვების სერვისის გასააქტიურებლად, თქვენ ერთჯერადად  დაგჭირდებათ უსაფრთხოების კოდის (სმს ტოკენი) შეძენა, რომლის ღირებულებაა 10 (ათი) ლარი. ამისათვის, უნდა  მობრძანდეთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და გააკეთოთ შესაბამისი განაცხადი.
ასევე, ყოველი დამატებითი ელექტრონული მომხმარებლის გააქტიურებისთვის თქვენ ერთჯერადად გადაიხდით 10 (ათი) ლარს.
გადარიცხვის ლიმიტები: 
ფიზიკური პირისთვის დღიურად 25 000 ლარი, თვის განმავლობაში – 100 000 ლარი;
იურიდიული პირისთვის დღიურად 200 000 ლარი, თვის განმავლობაში – 1 000 000 ლარი.

ინტერნეტ ბანკით თქვენ მიერ მომზადებული გადარიცხვების შესრულების  წესი:
საკუთარ ანგარიშებს შორის სალარე და სავალუტე გადარიცხვები შესრულდება დაუყოვნებლივ.
ბაზისბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 18:00 საათამდე დავალებული გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 18:00 საათის შემდგომ დავალებული - მომდევნო სამუშაო დღეს.
სხვა ბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 15:30 საათამდე დავალებული სალარე გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 15:30 საათის შემდგომ დავალებული -  მომდევნო სამუშაო დღეს.
სხვა ბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 16:30 საათამდე დავალებული უცხოური ვალუტის გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 16:30 საათის შემდგომ დავალებული -  მომდევნო სამუშაო დღეს.

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.