ინტერნეტ–ბანკის უსაფრთხოება |
|
ბაზისბანკის ინტერნეტ-ბანკი დაფუძნებულია თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებზე, მასში გამოყენებული უსაფრთხოების ზომები აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
- მაქსიმალურად იყოს დაცული კლიენტის კონფიდენციალობა;
- არ იქნას დაშვებული მომხმარებლის ანგარიშებზე უცხო პირების შეღწევა;
- გამოირიცხოს დაურეგისტრირებელი მომხმარებლის არასანქცირებული შესვლა სისტემაში.
- მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი. პროგრამაში დარეგისტრირებისას თითოეული კლიენტი იღებს საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც ინტერნეტ-ბანკის საიტზე შესვლისას უნდა აკრიფოთ.
- პაროლი (Password) პაროლი უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. პროგრამაში რეგისტრაციისას მომხმარებელს გადაეცემა პირადი პაროლი. პაროლის შეცვლა მომხმარებელს შეუძლია online რეჟიმში (რეკომენდირებულია). პაროლი მინიმუმ 6 სიმბოლოსაგან უნდა შედგებოდეს.
- მონაცემების ფილტრი (Firewall). მონაცემების ფილტრი არის ქსელური ნაკადების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც იცავს სისტემას არასანქცირებადი შეღწევის მცდელობისაგან.
- ინტერნეტში მონაცემების უსაფრთხო გადაადგილება(Secure Data Transfer over the internet). ინტერნეტ-ბანკთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი ინტერნეტში მოძრაობს დაშიფრული სახით.
- სეანსის გასაღები (Session Keys). `სეანსის გასაღები~ განოიყენება ინტერნეტ-ბანკინგთან დასაკავშირებლად. ამ გასაღების გაშიფვრა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან იგი თითოეული სეანსისათვის არის განსხვავებული.
- იდენტიფიკაცია სერთიფიკატით (Authentification with Certificate). რათა ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ იგი დაუკავშირდა ბანკის ორიგინალურ საიტს, ამ მიზნით ბაზისბანკი სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაცია ThaWte-ის სერთიფიკატით.
- პროგრამიდან ავტომატური გამოსვლა (3 strikes lock out). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი 3-ჯერ არასწორად აკრეფს პაროლს ან საიდენტიფიკაციო კოდს, სისტემა ავტომატურად დაიბლოკება. სისტემის აღსადგენად საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს.
- ინტერნეტ-ბანკის სეანსის კონტროლი (Session Control). ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის სეანსი ავტომატურად დასრულდება, თუ მომხმარებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ისარგებლებს ამ მომსახურებით.
- სერთიფიკატის შემოწმება ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ დაუკავშირდით "ბაზისბანკის" ინტერნეტ გვერდს.
- ინტერნეტ-ბანკიდან უსაფრთხო გამოსვლა ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან "გამოსვლა"-ს ლინკზე დაჭერით.
- პაროლთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები არ გაანდოთ პაროლი და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი სხვას. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში პაროლით დაუცველ ფაილში. შეეცადეთ ხშირად ცვალოთ პაროლი.

|
|