Basisbank
+995 322 922 922
*9292
ინტერნეტ–ბანკის უსაფრთხოება
ბაზისბანკის ინტერნეტ-ბანკი დაფუძნებულია თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებზე, მასში გამოყენებული უსაფრთხოების ზომები აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
ინტერნეტ-ბანკში გამოყენებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა:
  • მაქსიმალურად იყოს დაცული კლიენტის კონფიდენციალობა;
  • არ იქნას დაშვებული მომხმარებლის ანგარიშებზე უცხო პირების შეღწევა;
  • გამოირიცხოს დაურეგისტრირებელი მომხმარებლის არასანქცირებული შესვლა სისტემაში.
ბაზისბანკის ინტერნეტ-ბანკში გამოყენებულია უსაფრთხოების შემდეგი მექანიზმები:
  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი. პროგრამაში დარეგისტრირებისას თითოეული კლიენტი იღებს საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც ინტერნეტ-ბანკის საიტზე შესვლისას უნდა აკრიფოთ.
  • პაროლი (Password) უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. პროგრამაში რეგისტრაციისას მომხმარებელს გადაეცემა პირადი პაროლი. პაროლის შეცვლა მომხმარებელს შეუძლია online რეჟიმში (რეკომენდირებულია). პაროლი მინიმუმ 6 სიმბოლოსაგან უნდა შედგებოდეს.
  • მონაცემების ფილტრი (Firewall). მონაცემების ფილტრი არის ქსელური ნაკადების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც იცავს სისტემას არასანქცირებადი შეღწევის მცდელობისაგან.
  • ინტერნეტში მონაცემების უსაფრთხო გადაადგილება(Secure Data Transfer over the internet). ინტერნეტ-ბანკთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი ინტერნეტში მოძრაობს დაშიფრული სახით.
  • სეანსის გასაღები (Session Keys). "სეანსის გასაღები" გამოიყენება ინტერნეტ-ბანკთან დასაკავშირებლად. ამ გასაღების გაშიფვრა ფაქტიურად შეუძლებელია, რადგან იგი თითოეული სეანსისათვის არის განსხვავებული.
  • იდენტიფიკაცია სერთიფიკატით (Authentification with Certificate). რათა ინტერნეტ-ბანკიის მომხმარებელი დარწმუნებული იყოს იმაში, რომ იგი დაუკავშირდა ბანკის ორიგინალურ საიტს, ამ მიზნით ბაზისბანკი სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაცია ThaWte-ის სერთიფიკატით.
  • პროგრამიდან ავტომატური გამოსვლა (3 strikes lock out). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი 3-ჯერ არასწორად აკრეფს პაროლს ან საიდენტიფიკაციო კოდს, სისტემა ავტომატურად დაიბლოკება. სისტემის აღსადგენად საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს.
  • ინტერნეტ-ბანკის სეანსის კონტროლი (Session Control). ინტერნეტ-ბანკგთან მუშაობის სეანსი ავტომატურად დასრულდება, თუ მომხმარებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ისარგებლებს ამ მომსახურებით.
უსაფრთხოების წესები რომლებიც უნდა დაიცვას მომხმარებელმა:
  • სერთიფიკატის შემოწმება ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ დაუკავშირდით "ბაზისბანკის" ინტერნეტ გვერდს.
  • ინტერნეტ-ბანკიდან უსაფრთხო გამოსვლა ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან "გამოსვლა"-ს  ლინკზე დაჭერით.
  • პაროლთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები არ გაანდოთ პაროლი და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო კოდი სხვას. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში პაროლით დაუცველ ფაილში. შეეცადეთ ხშირად ცვალოთ პაროლი.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.