აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
2010 წლის 27 სექტემბერს ბაზისბანკსა და USAID–ს შორის გაფორმდა 6 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბანკის SME სესხების 50%–იან დაზღვევას. USAID–ის გარანტია მიზნად ისახავს SME (სოფლის მეურნეობის სექტორის ჩათვლით) სეგმენტისათვის შესაძლებლობების გაღრმავებას და დაფინანსების სტიმულირებას. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საკრედიტო ხაზი შეადგენს 6 000 000 აშშ დოლარს.