Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

სადაც ფინანსები და მწვანე ტექნოლოგიები იკვეთება

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროექტი (GEFF) შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD). მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და გარემოზე თქვენი საქმიანობის გავლენის შემცირებას.

GEFF გთავაზობთ ფინანსურ რესურსსა და პროფესიონალურ კონსულტაციებს, რომლის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც “მწვანე” ტექნოლოგიების შესაძენად, ისე “მწვანე” პროექტების განსახორციელებლად.  

რა სარგებელი აქვს GEFF დაფინანსებას?

·         ენერგოეფექტურობის ამაღლება თანამედროვე, ენერგოეფექტური და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების დამონტაჟებით;

·         ენერგიის, წყლის და სხვა რესურსების სარგებლობისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;

·         გაუმჯობესებული წარმადობა და აღჭურვილობის საიმედოობა;

·         პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის იმიჯის ამაღლება;

·         მოგებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა.

GEFF-ის მუშაობის პრინციპი დამყარებულია ორ ძირითად მიდგომაზე:

წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციები. თუ თქვენ “მწვანე” ტექნოლოგიების შეძენა გსურთ, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი ტექნოლოგია ტექნოლოგიის სარჩევში და ესტუმროთ ბაზისბანკს შემდგომი დეტალებისთვის.

უფასო ტექნიკური კონსულტაციის ფარგლებში შეფასებული ინვესტიციები.

თუკი თქვენ გაქვთ პროექტი, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება, თქვენ შეგიძლიათ GEFF-ის უფასო კონსულტაცია მოითხოვოთ, რის შედეგადაც GEFF-ის კონსულტანტები გააანალიზებენ თქვენს პროექტს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ: www.ebrdgeff.com/georgia

GEFF საქართველოში შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) და მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMF).

 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.