დააკონვერტირე, დააგროვე ოქრო და მიიღე ოქროს ზოდი საჩუქრად!

როგორ?

მარტივად: ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით განხორციელებული ნებისმიერი კონვერტაციისას თანხის ოდენობის პროპორციულად  გიგროვდებათოქროს ქულები. ყოველ  დაკონვერტირებულ 100 აშშ დოლარზე დააგროვებთ 1 ოქროს ქულას,  1000 ოქროს ქულა 1 გრამი ოქროს ტოლია.* მას შემდეგ, რაც დააგროვებთ 10 გრამი ოქროს შესაბამის ქულებს,  საჩუქრად გადმოგეცემათ 10 გრამიანი ოქროს მონეტა ან თქვენი სურვილისამებრ გააგრძელებთ ქულების დაგროვებას და საჩუქრად მიიღებთ 20 გრამიან ოქროს ზოდს!

ოქროს მონეტის ან ზოდის გატანის შემთხვევაში ნაშთად დარჩენილი ოქროს ქულები შეგინარჩუნდებათ ანგარიშზე და გააგრძელებთ დაგროვებას.

კონვერტირებადი ვალუტებია: ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ინგლისური ფუნტი, ჩინური იუანი, რუსული რუბლი და შვეიცარული ფრანკი, ხოლო ოქროს დაგროვების სქემის საანგარიშო ვალუტა არის აშშ დოლარი. თქვენ გაყიდით და იყიდით დასახელებული ვალუტებიდან ნებისმიერს, ხოლო ოქროს ქულები დაგროვდება გასაყიდი ვალუტის ექვივალენტით აშშ დოლარში, კონვერტაციის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. 

 ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა 

ოქროს დაგროვება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს**, რომელიც ახორციელებს კონვერტაციას ბაზისბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მეშვეობით. 

** იურიდიულ პირს შეუძლია 20 გრამიანი ოქროს ზოდების, ან 20 გრამის ჯერადის ოქროს ზოდის გატანა ნებისმიერ დროს. ასევე, ოქროს ქულების დაგროვება შეუძლიათ ინტერნეტ ბანკში დარეგისტრირებულ დამატებით მომხმარებლებს, რომთა ანგარიშებზე აისახება მოპოვებული ქულების 10%.

თუ კომპანია გადაწყვეტს, დამატებით მომხმარებელს გამოურთოს აღნიშნული სერვისი, დაგროვილი ოქროს ქულები აესახება კომპანიას.

დამატებითი პირობები

ბანკის გადაწყვეტილებით, ან კლიენტის მოთხოვნით, დაგროვების შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტს უკვე მოპოვებული ოქრო საჩუქრად გადაეცემა 10 გრამის ჯერადი ოდენობით.


დააკონვერტირე ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით, მიიღე საუკეთესო კურსი და მოიპოვე ოქრო! 

კონვერტაცია ბაზისბანკში გამდიდრებს!


* დაგროვებულ ქულებს/ოქროს აკლდება დღგ-ს ნაწილი 18%. ინტერნეტბანკში ასახულია ოქროს ქულები უკვე დაკლებული გადასახადით.


 

 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.