გამოაგზავნეთ ბანკში თქვენი შემოთავაზება ინტერნეტბანკის მეშვეობით, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ პირადი დილერის პასუხს და თანხმობის შემთხვევაში მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე.
თქვენ შეგიძლიათ, გაყიდოთ ან იყიდოთ:
ლარი;
აშშ დოლარი;
ევრო.
რა არის საჭირო პირადი დილერთან კურსის და თანხის მოცულობის შესათანხმებლად?
იქონიეთ ანგარიშზე ნაშთი;
აირჩიეთ რომელი ანგარშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას;
სპეციალური კურსი დატოვეთ იგივე ან მიუთითეთ სასურველი ოდენობა, რომელიც მოცემული მომენტისთვის გაცვლითი საბაზრო კურსის საზღვრებშია;
გაუგზავნეთ მოთხოვნა პირად დილერს.
რამდენიმე წუთში მიიღებთ საპასუხო შეთავაზებას, ან თანხმობას თქვენს მოთხოვნაზე.
კონვერტაციაში მითითებული ყველა პარამეტრი თუ მისაღებია ბანკის ხაზინისთვის, ოპერაცია შესრულდება ავტომატურად.
პირადი დილერის მხრიდან კურსის და/ან თანხის მოცულობის კორექტირების შემთხვევაში, გარიგების დასრულებისთვის გაქვთ დრო 2 წუთი, თქვენ ეთანხმებით, ან აუქმებთ შეთავაზებას.
კონვერტაცია შესრულდება თუ თანხის მოცულობა და/ან კურსი მისაღებია ორივე მხარისთვის.
კურსის შეთანხმების სერვისი აქტიურია ბანკის ხაზინის სამუშაო საათებში 10:00-დან.