Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

ბლუმბერგის BMatch პლატფორმა

დააკონვერტირეთ თანხა სასურველი კურსით ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე ბაზისბანკის დახმარებით 

შეავსეთ განაცხადი BMatch პლატფორმის საშუალებით კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ ბროკერს და თანხმობის შემთხვევაში, მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე მომდევნო სამუშაო დღეს.


ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე კონვერტაციის განაცხადის განსათავსებლად საჭიროა:


  • აირჩიოთ განაცხადის განთავსების ტიპი: დასაკონვერტირებელი თანხის სრული ოდენობით გსურთ კონვერტაცია თუ დასაკონვერტირებელი თანხის შესაბამისი საგარანტიო თანხით.
  • ანგარიშზე გქონდეთ დასაკონვერტირებელი თანხა (სრული ოდენობით კონვერტაციისას მინ. 100 000 აშშ დოლარი ან ექვ. ეროვნულ ვალუტაში, 10 000 დოლარიანი ბიჯებით, ხოლო საგარანტიო თანხით კონვერტაციისას, დასაკონვერტირებელი თანხის შესაბამისად სრული მოცულობის 5%, მინ. 5 000 აშშ დოლარი) და პლატფორმაზე განაცხადის განთავსების საკომისიო;
  • აირჩიოთ გარიგების ტიპი: დოლარის შეძენა ან დოლარის გაყიდვა;
  • მიუთითოთ, რომელი ანგარიშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას;
  • დააფიქსიროთ სასურველი კურსი და გამოაგზავნოთ განაცხადი ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე განსათავსებლად.

რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას განაცხადის სტატუსის შესახებ. განაცხადში მითითებული პარამეტრებით BMatch პლატფორმაზე გარიგების შესრულების შემთხვევაში, კონვერტაციის ოპერაცია შესრულდება და თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე მომდევნო სამუშაო დღეს.

საგარანტიო თანხით განთავსებული კონვერტაციის განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროა დავალების განთავსებიდან მომდევნო დღის 15:00 საათამდე კუთვნილი საბანკო ანგარიში შეავსოთ გაცემული დავალების თანხის სრულ მოცულობამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება გაუქმდება და საგარანტიო თანხა არ ანაზღაურდება.

ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე განაცხადების განთავსება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 10:00 სთ.-დან 17:45 სთ.-მდე.
მიმდინარე განაცხადები კი აქტიურია 18:00 სთ.-მდე.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ბაზისბანკის მომსახურებით!

 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.