სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე
შეძენის სერვისი
ბაზისბანკი თავის მომხმარებელს ლარით დენომინირებული სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების, იგივე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენის სერვისსა და ასევე, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას სთავაზობს.
მომხმარებელს, ბაზისბანკის დახმარებით, საშუალება აქვს წარადგინოს განაცხადება ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის.
აუქციონი იმართება ეროვნული ბანკის მიერ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში .
ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მომხმარებლის განაცხადების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს აუქციონზე ემისირებული თანხის 75%-ს.
პირველად აუქციონზე ფასიანი ქაღალდის შეძენის განაცხადის თითოეული კომპონენტისთვის* მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 ლარს.
აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ.
განაცხადის მიღება დასაშვებია ორშაბათობით 18:00 საათის ჩათვლით.
აუქციონი იმართება ყოველ სამშაბათს და გრძელდება 11:30 -დან 12:00 -მდე.
*ერთ განაცხადის ფორმაში შეიძლება გაერთიანებული იყოს სხვადასხვა განაკვეთით და სხვადასხვა რაოდენობით ფასიანი ქაღალდების შეძენის პარამეტრები. თითოეული მათგანი 1 კომპონენტია და ფასიც განსაზღვრულია