Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

04.03.2014
ბაზისბანკმა ფონდი "იავნანა"-ს საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, სტუდენტების სწავლა დააფინანსა

ფონდი "იავნანა" 2014 წლის 3 მარტს 10 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით  თბილისის საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტი გაიმართა.
 
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის არტისტები - მარჩელო ჯორდანი, ქეთი მელუა, პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ვახტანგ კიკაბიძე, ეკა მამალაძე, თეონა დვალი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიაზ დიასამიძე, გიორგი ცაგარელი, "მგზავრები", შვიდკაცა,სოფო ნიჟარაძე, ცისფერი ტრიო, ია შუღლიაშვილი, მარიკო ებრალიძე, მურმან ჯინორია, დავით ხრიკული, ლიზა რამიშვილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და სხვა. აქციაში მონაწილეობისთვის თბილისს ეწვია ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი - ჰილერ რასელი, 12 წლის გოგონა, რომელიც უკვე 60 კომპოზიციის ავტორია და რომელმაც საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოება დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

2014 წლის 3 მარტს სოციალურად დაუცველ 15 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები.

საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში ბაზისბანკმა 6 წარჩინებული სტუდენტის სწავლის საფასური დააფინანსა. 
ეს აქცია არ არის ბანკისა და ფონდი „იავნანას“ თანამშრომლობის პირველი შემთხვევა - ბანკს ათობით სტუდენტის სწავლა აქვს დაფინანსებული, ასევე, ბანკში რამდენიმე წელია არსებობს „ბაზისბანკის სამეგობრო“, რომელიც ფონდი „იავნანას“ ხელშეწყობით ყოველთვიურად ეხმარება სოციალურად დაუცველ, ხელმოკლე ოჯახებს.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.