Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

06.05.2014

3-4 მაისს ბაზისბანკის მხარდაჭერით TIFLIS BUSINESS CENTRE-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ცნობილმა და გავლენიანმა კომპანიებმა: ZEND Technologies,  ORACLE, Microsoft, UBIT, ITDC, GFSIS, SCANDIWEB.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა MINI HACK, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფმა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები ღონისძიების სპონსორი და პარტნიორი კომპანიებისაგან.

კონფერენციის მეშვეობით ვებ დეველოპერებს საშუალება მიეცათ მოესმინათ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მოხსენებები,  გაეზიარებინათ მათი გამოცდილება, დაესვათკითხვები პროფესიონალებისთვის და ასევე გაცნობოდნენ მსოფლიოში არსებულ სიახლეებს.

კონფერენციის მიზანია გააცნოს კავკასიაში მოღვაწე ვებ დეველოპერებს მსოფლიოს ვებ ტექნოლოგოების სიახლეები, აძლევს მათ შანსს ინტეგრირდნენ მსოფლიო დეველოპმენტის სამყაროში და გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისაკენ.
 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.