Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

03.06.2015

Fitch-მა ბაზისბანკს რეიტინგი დაუდასტურა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბაზისბანკს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა: გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) “B”, გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზი კი დადასტურდა როგორც “სტაბილური”.

Fitch-ის თანახმად, ბაზისბანკის რეიტინგი განაპირობა მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც ჩინური ჰუალინგ ჯგუფის მიერ ბანკის ყიდვის შემდგომ ფიქსირდება, კერძოდ - კაპიტალიზაციიის მაღალი მაჩვენებელი, საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხი და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელი.

„ბაზისბანკი“ საქართველოში 1993 წელს დაარსდა. ბანკის მენეჯმენტს ჰქონდა მკაფიო მიზანი, შეექმნა მოქნილი, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და კლიენტების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. მუდმივი და სტაბილური ზრდისა და განვითარების ფონზე, „ბაზისბანკმა“ აიმაღლა ცნობადობა და რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.

2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის ბოლოს კი წილი 99.8%-მდე გაზარდა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.