Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

05.06.2020
სესხების სამთვიანი გადავადების მეორე ეტაპი

სესხების სამთვიანი გადავადების მეორე ეტაპი 2020 წლის 15 ივნისიდან იწყება და შეეხება იმ მსესხებლებს: 
რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი და  იღებენ სახელმწიფოსგან კომპენსაციას;
არიან ბანკის მიერ იდენტიფიცირებული პირები, ვისაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს  შემოსავალი და არ მიუღიათ კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

როგორ შევიტყობ შენატანების გადავადების შესახებ? 
მსესხებელი, რომელიც მოხვდა სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის მიმღებთა სიაში, მიიღებს სმს შეტყობინებას შენატანების გადავადების შესახებ; 

როგორ განვაცხადო უარი სესხის გადავადებით სარგებლობაზე?
იმ მომხმარებლებმა, რომელთაც არ სურთ ისარგებლონ სესხ(ებ)ზე შენატენების გადავადების შეთავაზებით, ბანკის მიერ სმს შეტყობინების მიღების შემდეგ, საჭიროა 15 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნონ ტექსტი No ნომერზე 9292.

რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღვათო პერიოდი? 
სამომხმარებლო სესხ(ებ)ი
იპოთეკური სესხ(ებ)ი

გამეზრდება თუ არა  ყოველთვიური შენატანი? 
ყოველთვიური შენატანი არ გაიზრდება, სესხი გახანგრძლივდება იმ ვადით, რომ არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი. 
საშეღვათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა.

საშეღვათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა.

როგორ მოხდება გადავადება ერთზე მეტი სესხის ფლობის შემთხვევაში?
თუ მომხმარებელს აქვს ორი, ან მეტი სესხი, გადავადება შეეხება ყველას, ან არცერთს, მომხმარებლის სურვილისამებრ.

საშეღავათო პერიოდისას მოხდება თუ არა დაზღვევის გადახდა? 
საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას არ გადაიხდით დაზღვევას, დაგროვებული სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება ერთიანად, პირველი შენატანისას.

როგორ მოვიქცე თუ არ მიმიღია სმს შეტყობინება შენატანების გადავადების შესახებ?
მსესხებელი, რომელიც არ მოხვდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთა სიაში, არ მიუღია შეტყობინება ბანკისგან შენატანების გადავადების შესახებ და სურს ისარგებლოს გადავადებით, საჭიროებს განაცხადის შევსებას. განაცხადი მიიღება ვებ-გვერდზე: www.bank.ge  ან ბაზისბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.