Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

24.06.2020
Apple Pay - მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკშია

ბაზისბანკი თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს Apple Pay-, სწრაფ და მოსახერხებელ მობილურ გადახდებს.

Apple Pay კომპანია  Apple-ის  მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს  iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay- მთავარი ღირებულებაა. Apple Pay- გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით  განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას.

iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა  შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება. Apple Pay– თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან .. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

http://www.apple.com/apple-pay/

https://basisbank.ge/ge/remote_services/apple_pay/

საწყის ეტაპზე Apple Pay-ში შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის VISA ბარათის დამატება.

 


 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.