14.07.2020
ბაზისბანკი დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება.

1. რას ნიშნავს სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემული იპოთეკური სესხი?

დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდასაჭერად სახელმწიფო მოახდენს პროგრამის ფარგლებში დეველოპერისაგან ბინის შეძენის მიზნობიობით გაცემული იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე 4% - ით. მაგალითად, თუ სესხზე ლარში, ბანკში დადგენილია წლიური ნომინალური პროცენტი 12%, პროგრამით მომხმარებელი გადაიხდის წლიურ 8%-ს.

2. რა პირობებით ვისარგებლებ მე როგორც მომხმარებელი? და რას უნდა ვაკმაყოფილებდე?

სესხი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს დეველოპერთან ბინის შეძენა. სესხის მაქსიმალური მოცულობაა: 200 000 ლარი. თქვენ შეარჩევთ დეველოპერის მიერ შემოთავაზებულ მშენებარე ან აშენებულ კორპუსში სასურველ ბინას, მიმართავთ ბაზისბანკს იპოთეკური სესხის მისაღებად, იღებთ იპოთეკურ სესხს ლარში, ნაწილ პროცენტს აფინანსებს სახელწიფო სუბსიდირების პროგრამა.

3. დამჭირდება თუ არა ფულადი სახით თანამონაწილეობა?

მოთხოვნილი თანამონაწილეობა განისაზღვრება ბინის ღირებულების 10%-ით. მაგალითისთვის თუ ბინა, რომელიც მოგწონთ ღირს 100 000 ლარი, თანამონაწილეობის სახით დაგჭირდებათ 10 000 ლარი.

4. სუბსიდირების პროცენტის დაანგარიშება

სახელმწიფო პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ბანკის მიერ მსესხებლისთვის გაცემულ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული 60 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, არაუმეტეს 4%-ის ოდენობით შემდეგი წესით:
ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის პროცენტის გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით. ამასთან, იმ დრომდე, სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთისთვის გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4%-სა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.