Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

21.07.2020

Apple Pay - მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის VISA და Mastercard ბარათებით 

ამიერიდან, Apple Pay-ს გადახდებით სარგებლობა ბაზისბანკის Mastercard ბარათებითაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკის მომხმარებელს უკვე აქვს Apple Pay-ს სწრაფი და მოსახერხებელი მობილური გადახდების შესაძლებლობა.

Apple Pay კომპანია  Apple-ის  მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს  iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით  განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას.

iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა  შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება. Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

http://www.apple.com/apple-pay/

https://basisbank.ge/ge/remote_services/apple_pay/
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.