Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

23.09.2020
დააკონვერტირეთ თანხა ბაზისბანკის ციფრული არხებით და მოიპოვეთ ოქრო

მოიპოვე ოქრო  ერთ-ერთი  წარმატებული პროდუქტია, რომელმაც ბაზისბანკში შესრულებული კონვერტაციები   მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა. პროდუქტის თანახმად, ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით განხორციელებული ნებისმიერი კონვერტაციისას თანხის ოდენობის პროპორციულად მომხმარებელი აგროვებს ოქროს ქულებს. 1000 ოქროს ქულა 1 გრამი ოქროს ტოლია. მას შემდეგ, რაც დაგროვდება 10 გრამი ოქროს შესაბამის ქულები, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 გრამიანი ოქროს მონეტა ან საკუთარი სურვილისამებრ გააგრძელებს ქულების დაგროვებას და საჩუქრად მიიღებს 50 ან 100 გრამიან ოქროს ზოდს.

„გულახდილად რომ გითხართ, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მომხმარებლები, საუბარია, როგორც კომპანიებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე, აქტიურად ჩაერთვნენ ოქროს მოპოვ ების „ციებ-ცხელებაში“. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, თითოეული კონვერტაციის დროს, რომელიც ბაზისბანკის ციფრული არხების დახმარებით განახორციელეს, ძალიან მარტივად, ავტომატურად დააგროვეს ოქროს ქულები. დღეს, როდესაც კონვერტაციების მეშვეობით მოპოვებული ოქროს ზოდები გადავეცით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს,  უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პროდუქტი წარმატებული და პოპულარულია. ჩვენთან  კონვერტაცია კი ორმაგად მომგებიანი. შეგახსენებთ, რომ  ბაზისბანკმა ასევე პირველმა გამოიტანა ბაზარზე პირადი დილერის სერვისი. ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად ევაჭროს ბანკს, ინტერნეტბანკის მეშვეობით გაუგზავნოს მოთხოვნა პირად დილერს და რამდენიმე წამში მიიღოს მასზე ინდივიდუალურად მორგებული საუკეთესო კურსი.„ - გიორგი მაქაცარია,  ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსი .

„ორიენტ ლოჯიკი, უკვე წლებია თანამშრომლობს ბაზისბანკთან. ვსარგებლობთ სხვადასხვა ტიპის კორპორაციული მომსახურებით, მათ შორის კონვერტაციითაც. პირადი დილერის დამსახურებით, დისტანციურად, რამდენიმე წამში ვიღებთ საუკეთესო კურსს. მართალი რომ გითხათ, როდესაც „მოიპოვე ოქროს“ სერვისის შესახებ შევიტყვე, ცოტა წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ ვირტუალური ოქროს ქულები, რომლებიც მარტივად, ავტომატურად გროვდებოდა ჩვენს ინტერნეტბანკში, მართლაც ოქროს ნიშნავდა. თუმცა, დღეს, როდესაც  ბაზისბანკში მისულს  ნამდვილი ოქროს ზოდები გადმოგვცეს საჩუქრად, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მითუმეტეს, რომ ოქროს მოპოვება, მოხდა სტანდარტული კონვერტაციის ოპერაციების ხარჯზე, რომელთაც ჩვენი კომპანიის საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე თითქმის ყოველდღიურად ისედაც ვახორციელებთ.“ - ალექსანდრე ბაგრატია, ორიენტ ლოჯიკის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.