Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

05.10.2020

ჰუალინგ დაზღვევის შეძენა ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი!

 

ჰუალინგ დაზღვევა და ბაზისბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში მარტივად, რამდენიმე წუთში, შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტი - ავტოდაზღვევა  საუკეთესო პირობებით. პროდუქტი ითვალისწინებს ისეთი გავრცელებული რისკებისგან დაზღვევას, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი. ასევე, მესამე პირის წინაშე პასუხსმგებლობის დაზღვევას, რომელიც სხვისი მანქანის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურებს მესამე პირის ქონების შეკეთებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს.

უახლოეს მომავალში, ბაზისბანკის სერვისცენტრებში შესაძლებელი გახდება სხვა დაზღვევის ტიპის ფინანსური პროდუქტების შეძენაც.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა შვილობილი კომპანიაჰუალინგ დაზღვევა“. კომპანია გამოირჩევა ყველაზე მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. ბანკის ჰოლდინგური განვითარება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი ერთ წერტილში.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.