Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

05.11.2020

COVID-19-ის კრიზისის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის  მხარდასაჭერად ბაზისბანკმა EFSE-სგან 4.2 მილიონი ევრო მოიზიდა 

ბაზისბანკმა EFSE-სთან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეროპული ფონდი) ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 4.2 მილიონო ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. ბანკსა და ფონდს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როცა ფონდმა ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობას საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

ახალი, 4.2 მილიონი ევროს ოდენობის  საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესს COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ არამდგრად გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ბაზისბანკს საშუალებას აძლევს, საკრედიტო რესურსი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ქართული ბიზნესისთვის, რაც მცირე და საშუალო კომპანიების ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. წლიდან წლამდე ბაზისბანკის SME პორტფელი სტაბილურად მზარდია.

 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.