Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

26.11.2020
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე შეძენის სერვისი

ბაზისბანკი თავის მომხმარებელს ლარით დენომინირებული სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების, იგივე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენის სერვისსა და ასევე, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას სთავაზობს.  
მომხმარებელს, ბაზისბანკის დახმარებით, საშუალება აქვს წარადგინოს განაცხადება ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის. 

აუქციონი იმართება  ეროვნული ბანკის მიერ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში .
ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მომხმარებლის განაცხადების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს აუქციონზე ემისირებული თანხის 75%-ს. 

აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ბაზისბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემის საპილოტე პროგრამის აქტიური მონაწილეა.
 
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას. სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დაიწყო პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა.

ბაზისბანკს აქვს შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.