Basisbank
 24/7
+995 322 922 922
*9292

17.03.2021

იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდა და 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნა. ამ თარიღს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ  და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანიაიცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!

ბაზისბანკში კამპანიის ფარგლებში ამ დღისადმი მიძღვნილი არაერთი საინტერესო აქტივობა და აქც დაიგეგმა:

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 15 მარტს, ბაზისბანკმა მომხმარებლებ ბანკთაშორისი სალარე გადარიცხვები ციფრულ არხებში უფასო შესთავაზა.

ასევე ბანკი ჩართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი ორგანიზებაშიც, რომელიც ეროვნული ბანკისსაგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge-, 7 კომერციული ბანკისა და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდება.

კონკურსის შესახებ:

კონკურსის ფარგლებში მასალები მიიღება და გამარჯვებულები გამოვლინდება 2 კატეგორიაში:
1.
ბლოგპოსტები
2.
ვიდეოები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის და კონკურსის სლოგანია : „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული“.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ან ფინედუს ვებგვერდზე: http://bit.ly/კონკურსი-ფინედუ-15-მარტი

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • I ეტაპზე გადარჩეული 20 ბლოგპოსტი და 20 ვიდეო ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge -ზე და შესაბამის facebook გვერდ https://www.fb.com/finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.
  • II ეტაპზე კი სულ 24 გამარჯვებული გამოვლინდება - 12 ბლოგისა და 12 ვიდეოს ავტორი.

კონკურსის გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, მათ შორის: 500 ლარის მოცულობის ანაბრები, 500-ლარიანი ვაუჩერები, ქინდლი, პროექტორი, სქროლერები, ასევე, -ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი - „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.